მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია მოუწოდებს ქართული ოცნების წევრებს ისტორიის სწორ მხარეზე გადავიდნენ და ბიძინა...

ნიკა მელია მოუწოდებს ქართული ოცნების წევრებს ისტორიის სწორ მხარეზე გადავიდნენ და ბიძინა ივანიშვილს ზურგი აქციონ

Published on

ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება კარგია ქვეყნის განვითარებისთვის:

“დარწმუნებული ვიყავით ყველანი, რომ უახლოეს დღეებში ისინი შეიწყალებდნენ პოლიტიკურ პატიმრებს და კიდევ შეიწყალებენ დანარჩენებს. ამიტომ დღეს მე არ ვაპირებ, ნიშანი მოვუგო ხელისუფლებას, უბრალოდ ყველანი ვხვდებით, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა”.

ნიკა მელიას განცხადებით, ისტორიის ჩარხი წაღმა დატრიალდა და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება მიღწეულია, მთავარი გამარჯვება მაინც წინ არის.

პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების ფაქტისა და ამ ფაქტზე საერთაშორისო გამოხმაურებების, კერძოდ,  სენატორების წერილის კომენტირებისას მან „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა: ამერიკელი სენატორები, რომლებიც მაშინ, როცა თქვენ გძინავთ, მუშაობენ და გწერენ კონკრეტული სახელის და გვარის მითითებით და არა ზოგადი ტერმინით – პოლიტპატიმრებით, ისინი აღარ გენდობიან. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ნუღარ შეხვალთ პაექრობაში, ეს ძალიან ცუდად გამოიყურება, გაათავისუფლეთ გიორგი რურუა“,

მან მოუწოდა ოცნების წევრებს ისტორიის სწორ მხარეზე გადავიდნენ და ბიძინა ივანიშვილს ზურგი აქციონ:

„ძვირფასო „ქართული ოცნების“ წევრებო, ზუსტად ასე გაქცევთ ბიძინა ივანიშვილი ზურგს, როგორც გუშინ გაქციათ ზურგი, ზუსტად ასე მოგატყუებთ, როგორც გატყუებდათ ამ დღეების განმავლობაში, რომ პოლიტიკური პატიმრები არ არსებობდნენ, რომ პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარიც კი უზნეობაა, საბოლოო ჯამში, ასევე შეგაწმენდთ ხელს. ასე რომ, სანამ დროა, არასოდეს არის გვიან, გადმოხვიდეთ ისტორიის სწორ მხარეს. თქვენ მგონი უკვე თავად უნდა აქციოთ ზურგი ბიძინა ივანიშვილს“, – მიმართა ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ წევრებს.

მისივე თქმით, რომ არა ოპოზიციის ერთსულოვნება, „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა და საერთაშორისო გამოხმაურება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ასეთი მკვეთრი და მძაფრი ვერ იქნებოდა.

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...