მთავარისიახლეებიმსოფლიოიტალიაში 3 ივნისიდან საერთაშორისო მოგზაურობა დასაშვები ხდება

იტალიაში 3 ივნისიდან საერთაშორისო მოგზაურობა დასაშვები ხდება

Published on

იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან მოსახლეობას საკუთარ რეგიონებში მოგზაურობის უფლება ექნება, ხოლო 3 ივნისიდან რეგიონიდან – რეგიონში და საზღვარგარეთ. ამასთან, გარკვეული რეგიონების ადმინისტრაციას უფლება ექნება შეზღუდვები კვლავ გაამკაცრონ, თუ კორონავირუსის შემთხვევები გაიზრდება.

ჯერჯერობით უცნობია, საერთაშორისო მოგზაურობა ქვეყანაში ევროკავშირის მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები თუ არაწევრი ქვეყნებისთვისაც, თუმცა, იტალიური მედია ვარაუდს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირის და შენგენის ზონის მოქალაქეებს შეეხება.

ცნობისთვის, იტალია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც კორონავირუსით მძიმედ დაზარალდა. ქვეყანაში ვირუსის 223885 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 31610 ადამიანი გარდაიცვალა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...