მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა: საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო და...

გიგი უგულავა: საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო და სამყარო არ არის ჩალით დახურული

Published on

საპატიმროდან გამოსული გიგი უგულავა დღეს ,,ევროპული საქართველოს” პარტიულ ოფისში მივიდა და კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება ბოლო ორ დღეში განვითარებული და წინამორბედი მოვლენების სესახებ.

ახალი ხელისუფლება როდესაც ხარ ბევრი რაღაც გეპატიება, მაგრამ როდესაც ორი ვადის ბოლოში ხარ აღარაფერი აღარ გეპატიება, მითუმეტეს, მაშინ როდესაც წამდაუწუმ იტყუები და ატყუებ შენს პარტნიორებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ მას არც საერთაშორისო საზოგადოება აღარ აპატიებს რამეს.

ამასთანავე, უგულავამ კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლების გადაწყვეტილებები შეაფასა და მას სამოსანი უწოდა.

„კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა როგორც სამოსანმა და ეს კომპლიმენტია იმიტომ, რომ ოროსანი ხელისუფლებისთვის სამიანი კომპლიმენტია. ზოგადად სკოლიდან, ალბათ, გახსოვთ როგორი უტიფარი თვითკმაყოფილების მქონე სახე აქვს ოროსანს, როცა სამიანს მიიღებს, დაახლოებით ასეთი თვითკმაყოფილი სახეებით ვხედავ დღეს ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურია თავის გადაწყვეტილებებში, მაგრამ ახლა ბურთი ოპოზიციის მხარეს არის. ჯამურად ოპოზიცია მოუგებს „ქართულ ოცნებას“, რაც არ უნდა რესურსები გამოიყენოს. მთავარია ეს ჯამი ანუ ერთობა და თანხმობა პრინციპულ საკითხებზე. განვლილმა თვეებმა აჩვენა, რომ ამ ერთობას ალტერნატივა არ აქვს, სხვა შემთხვევაში ივანიშვილი უკვე რამდენი ხანია ცდილობს გათიშვას და მერე ბატონობას, მაგრამ ეს არ გამოსდის, ეს მან ფულით სცადა, შემდეგ დაპატიმრებებით, მაგრამ იღებს საპირისპიროს. ამიტომ თუ იქნება ერთობა და ამავდროულად მრავალფეროვნება – ერთობა მაჟორიტარების ნაწილში, იმიტომ რომ ხელისუფლების მიტაცებას ივანიშვილი კვლავ მაჟორიტარების საშუალებით ეცდება, მრავალფეროვნება კი იმას ქვია, რომ ძალიან ბევრი ამომრჩეველია, რომელსაც შეიძლება საერთოდ ახალი პარტია უნდა, ამიტომ ამის შესაძლებლობებიც უნდა არსებობდეს,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

გუშინ მატროსოის ციხის ეზიში მან მიმართა ქართული ოცნების ხელისუფლებას იმის შესახებ, რომ შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს.

გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს საპატიმრო და მე იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება. მოხდება ან აღკვეთის ღონისძიების ჩანაცვლებით თუ პრეზიდენტის შეწყალებით, მე ბუნებრივია დეტალები არ ვიცი, მაგრამ ფაქტი უნდა შედგეს და ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უნდა გადაიშალოს.

მე საერთოდ არ მსიამოვნებს ის, რომ ჩემს ქვეყანაზე საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები, რადგან ამას თავისი ხიფათი და მინუსები მოსდევს, მოსდევს პრობლემები ქვეყნისთვის.

არ მაქვს იმის იმედი, რომ ხელისფულება ამას გააცნობიერებს, იმიტომ რომ მათი ქმედებიდან ეს არ გამომდინარეობდა, მაგრამ ერთი რამე არის ფაქტი და ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო და სამყარო არ არის ჩალით დახურული და თუნდაც, არც კორონავირუსით შებურული და ის რაც სიმართლეა და რა ვალდებულებასაც აიღებ, როგორც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს შენთვის, ეს ვალდებულება უნდა შეასრულო. თუ ხარ ხელისუფლებაში უნდა გესმოდეს, რომ საჭიროა ხშირად მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამაზე მეტად საჭიროა, რომ არებული ვალდებულებები შეასრულო.

ასეა ადამიანურ ურთიერთობებშიც, ასეა საერთაშორისო პოლიტიკაში და ასეა შიდა პოლიტიკაშიც.განაცხადა გიგი უგულავამ

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...