მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპარლამენტარები პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე - ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია

ევროპარლამენტარები პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე – ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია

Published on

დასავლელი პარტნიორები, რომელთა ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრები, მიესალმებიან ამ ფაქტს, როგორც სწორ ნაბიჯს დემოკრატიული განვითარების გზაზე

მნიშვნელოვანი წინსვლა საქართველოში – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციის ორი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს. – ასე შეაფასა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება ტვიტერის საკუთარ გვერდზე

“ძალიან გახარებული ვარ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯი სწორი მიმართულებით”, – ამბობს ევროპარლამენტარის და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრი, ვიოლა ფონ კრამონი TV პირველთან საუბარში პოლიტპატიმრების შეწყალებაზე.

“8 მარტის შემდეგ, ჩვენ გვქონდა მოლოდინი თუ რა სახით და როგორ შესრულდებოდა შეთანხმება, აქედან გამომდინარე, გასულ კვირებში ყველა ვფიქრობდით იმაზე, თუ რა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ

ძალიან მნიშვნელოვანია მოსალოდნელი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, ჯერ კიდევ არჩევნებამდე. ასევე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ჩვენ ყველამ გავაცნობიერეთ, რომ ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ, არასამთავრობო სექტორმა, ხაზი გაუსვა გარკვეულ ხარვეზებს ქართული მარტლმსაჯულების სიტემაში. ჩვენ არ გვჭირდებოდა პოლიტპატიმრები, საჭიროა დამოუკიდებელი და ფუნქიონირებადი ქართული მარლმსაჯულება, კანონის უზენაესობა. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და ოპოზიციასთან ერთად გაგრძელდება ამაზე აქტიური მუშაობა.”

მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას.წერს ევროპარლამენტარი, “ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების” წარმომადგენელი ანა ფოტიგა ტვიტერზე.

მივესალმები უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას, როგორც დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმულ კეთილსინდისიერ ნაბიჯს. მოვუწოდებ მხარეებს, ერთად იმუშაონ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის. მოუთმენლად ველი შემდეგ გადაწყვეტილებებს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ.წერს ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

სიახლეები

ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა, - ევიკა სილინამ სეიმს გადადგომის შესახებ განცხადება უკვე წარუდგინა. პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის...

15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი....