მთავარისიახლეებისაზოგადოება18 მაისიდან შეზღუდული სერვისების, მათ შორის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდების...

18 მაისიდან შეზღუდული სერვისების, მათ შორის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდების განახლება იწყება

Published on

შ0ინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან COVID-19-ით შეზღუდული სერვისების განახლებას იწყებს და ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები:

„იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით.

ამასთანავე აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება:

  • სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდები;
  • ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მომსახურების სააგენტოს თანახმად, ამ სერვისების მისაღებად ამ ეტაპზე განაცხადის მიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან ხდება.

მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

სიახლეები

ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა, - ევიკა სილინამ სეიმს გადადგომის შესახებ განცხადება უკვე წარუდგინა. პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის...

15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი....