მთავარისიახლეებისაზოგადოება16 მაისს დადასტურებულ კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის ერთერთი ზუგდიდში გამოვლინდა - დაინფიცირებულია...

16 მაისს დადასტურებულ კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის ერთერთი ზუგდიდში გამოვლინდა – დაინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელმაც საქართველოს საზღვარი ერევნიდან 17 აპრილს გადმოკვეთა და თვითიზოლაციის შემდეგ შიდა გადაზიდვებზე მუშაობდა

Published on

16 მაისს დადასტურებულ კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის ერთერთი ზუგდიდში გამოვლინდა. 

დაინფიცირებული ტრაილერის მძღოლია. მან საქართველოს საზღვარი ერევნიდან 17 აპრილს გადმოკვეთა და შემდეგ ორი კვირა თვითიზოლაციაში იყო, თუმცა კორონავირუსი თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ გამოუვლინდა. 

თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ ის მუშაობდა შიდა გადაზიდვებზე, რა დროსაც იმყოფებოდა თბილისსა და მარნეულში. 

​ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა ოდიშარიას თქმით, მას დაავადება 9 მაისს მაღალი ტემპერატურით დაეწყო და თვითმკურნალობას იტარებდა, საავადმყოფოს მხოლოდ 14 მაისს მიმართა.

“ის არის ტრაილერის მძღოლი და ჰქონდა უფლება, რომ თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ შიდა გადაზიდვები განეხორციელებინა. რა თქმა უნდა ვიცით ამის შესახებ, რომ იყო თბილისში შიდა გადაზიდვებზე. ​კონტაქტებსაც ასახელებს და მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა,” – ამბობს ოდიშარია. 

სიახლეები

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...

TV იმედს ევროპარლამენტში საქმიანობა აეკრძალა

ევროპარლამენტარი,მარკეტაგრეგოროვა დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული ტელეკომპანია "იმედისთვის" ევროპარლამენტში ერთი წლით...

ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...