მთავარისიახლეებიმსოფლიოუზბეკეთმა უკან დაიბრუნა გულნარა ქარიმოვას მიერ საფრანგეთში გატანილი 10 მილიონი დოლარი

უზბეკეთმა უკან დაიბრუნა გულნარა ქარიმოვას მიერ საფრანგეთში გატანილი 10 მილიონი დოლარი

Published on

რადიო თავისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ უზბეკეთის იუსტიციის სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ შეძლეს საფრანგეთიდან დაებრუნებინათ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ერთ დროს გავლენიანი ქალიშვილის, გულნარა ქარიმოვას მიერ საზღვარგარეთ გატანილი 10 მილიონი დოლარის აქტივები.

„ეს სახსრები ჩარიცხულია უზბეკეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე და გამოყენებული იქნება საერთო წესით“ – ნათქვამია უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობაში.

გულნარა ქარიმოვა 2014 წელს, როცა მისი მამა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ქვეყანას მართავდა, ტაშკენტში შინაპატიმრობაში ამყოფებდნენ

2017 წელს ქარიმოვას 10 წლით მიუსაჯეს პატიმრობა, მაგრამ რამდენიმე თვეში მისი სასჯელი შინაპატიმრობით შეცვალეს და ხუთ წლამდე დაიყვანეს.

გასული წლის მარტში ის ციხეში მოათავსეს, ბრალდებით, რომ შინაპატიმრობის პირობები დაარღვია. ცოტა ხნის წინ ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილს უზბეკეთის სასამართლომ კიდევ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა

უზბეკეთის უზენაესმა სასამართლომ 18 მარტს განაცხადა, რომ ქარიმოვა დამნაშავედ იქნა ცნობილი გამოძალვაში, ფულის გათეთრებაში, სხვათა საკუთრების გამოყენებასა და ფინანსურ და სხვა დანაშაულებში და იმავე დღეს, კიდევ ხუთ განსასჯელთან ერთად, პატიმრობა მიესაჯა.

უზბეკეთის სამართალდამცველი უწყებების ცნობით, გრძელდება უცხოელ კოლეგებთან ერთად მუშაობა აშშ-იდან შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან და სხვა ქვეყნებიდან ქარიმოვას კუთვნილის აქტივების დასაბრუნებლად. საუბარია დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის აქტივებზე.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...