მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ უმკლავდება კრიზისს 24 წლის მარიამ ქობალია და რა ზარალი მიადგა მეწარმის...

როგორ უმკლავდება კრიზისს 24 წლის მარიამ ქობალია და რა ზარალი მიადგა მეწარმის ვარდების სათბურს [Video]

Published on

ახალგაზრდა ფერმერი, 24 წლის ფერმერი მარიამ ქობალია, ე.წ საზღვრის სიახლოვეს,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ცხოვრობს. მას ვარდების სათბური აქვს გაშენებული და პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე რეალიზებას ვერ ახერხებს. როგორც მარიამმა ჩვენთან საუბარში განმარტა, ყვავილების მოშენება ერთი წლის წინ დაიწყო, კერძოდ, სხვადასხვა სახეობის უეკლო ჯიშის ვარდების. მისი თქმით, ეს ერთგვარი ოჯახური ბიზნესია, სადაც ყველაზე მეტად მამა ეხმარება, მარიამის განმარტებით, პანდემიის გავრცელებამდე ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარამდე ქონდა. რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზარს, დამწყები მეწარმე ყვავილებს ადგილზე სოფელში ყიდდა, თუმცა ძირითადად მაინც ზუგდიდის ბაზარში და ასევე რამდენიმე მაღაზიას აბარებდა. დღეს მარიამს ყვავილების გაყიდვაში სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ეხმარება და მას ასევე განაპირა სოფლებიდანაც უკავშირდებიან.

სიახლეები

პროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს

პროკურატურა ადასტურებს, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს. საქმის პროკურორის თქმით, გიორგი მალანია,...

ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე

საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს...

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის...

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...