მთავარისიახლეებიპოლიტიკამე-12 კლასელები სწავლას დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები - 27 მაისს, დანარჩენები -...

მე-12 კლასელები სწავლას დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები – 27 მაისს, დანარჩენები – 15 ივნისს

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდება. მისივე თქმით, მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს.

პრემიერმა ამის შესახებ დღეს, 15 მაისს, განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა. 

გახარიას თქმით, განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ გაკვეთილების დანერგვა.

“ჩვენთან სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ „ტელესკოლის“ საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში”, – ამბობს გახარია.

მისივე თქმით, ეროვნული გამოცდებიც ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება ივნისში.

პრემიერმინისტრის თქმით, განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად, რომელიც წარმატებით უნდა დასრულდეს.

“ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის პოსტ-პანდემიური მსოფლიო როგორი იქნება, მაგრამ ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ბავშვები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, შესაბამისი ადგილი დაიკავონ  გლობალურ კონკურენციაში”, – ამბობს პრემიერი.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარტის დასაწყისიდან შეწყვეტილია სასწავლო პროცესი და ონლაინ რეჟიმზეა გადასული. 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა, - ევიკა სილინამ სეიმს გადადგომის შესახებ განცხადება უკვე წარუდგინა. პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის...

15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი....

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო – ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...