,,ლელო საქართველოსთვის“ საგარეო უწყებას მოუწოდებს, იანიკ კალანტარიანის ბელგიაში საპატიო კონსულად დანიშვნაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთოს

0
494

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიაში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის – სერგეი ლავროვის ნათესავი იანიკ კალანტარიანი, რომელიც ამავდროულად გახლავთ ბელგია-სომხეთის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ განაცხადა.

ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს იანიკ კალანტარიანის საპატიო კონსულად დანიშვნასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს.

„პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააკეთოს განმარტება იანიკ კალანტარიანის საპატიო კონსულად დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებით, ასევე უარყოს, ან დაადასტუროს ა.წ. 14 მაისს „კავკაზ პლიუსში“ გამოქვეყნებული ფაქტების სისწორე“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

აღნიშნულ ინფომაციას პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

წინა სტატიააპრილში საარსებო მინიმუმი კიდევ უფრო შემცირდა
შემდეგი სტატიაუზბეკეთმა უკან დაიბრუნა გულნარა ქარიმოვას მიერ საფრანგეთში გატანილი 10 მილიონი დოლარი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური