მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძე, როგორც ასეთი : „კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა...

კახი კალაძე, როგორც ასეთი : „კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ, იცით ჩემზე უკეთესად.

Published on

კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ ჩემზე უკეთესად იცით, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახი კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისში მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც სამუშაოებს ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.

როგორც კახი კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანიაა და სამუშაოების შესრულებაზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი.

„კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ იცით ჩემზე უკეთესად. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტენდერს, როგორც ჭავაჭავაძის გამზირთან დაკავშირებით მოგხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, იგივე მოგხვდებათ ახლაც იმიტომ, რომ ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თურქულია და ახორციელებს სამუშაოებს და აქვს ვალდებულებები ჩვენთან რომ ეს სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს. სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დამთავრდება“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მეტროს რეაბილიტაციისას მაღალი ძაბვის კაბელებს კომპანიები „ეიჯი გრუპი“ და შპს „ელიბო“ ახორციელებს, რომელთაც ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს.

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...