გიორგი გახარია: მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით აღარ მიმართავს

0
510

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ის პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით აღარ მიმართავს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე მიიღეს.

“მოგეხსენებათ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 21 მარტს, შემდეგ იყო გადავადებული და დღეს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით, საქართველოს მთავრობა პარლამენტს აღარ მიმართავს.

თუმცა, აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი”, – თქვა გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა მოხდეს შესაბამისი ცვლილებები და შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც იყოს შესაძლებელი.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე მოქმედებს.

წინა სტატია“ლელო საქართველოსთვის” სამეგრელოს რაიონულმა ოფისმა კამპანია „გაამწვანე შენი უბანი“ წამოიწყო [Video]
შემდეგი სტატიაუმუშევრობის ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად შექმნილი საიტი გაითიშა და დარეგისტრირება ამ დრომდე შეუძლებელია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური