მთავარისიახლეებისაზოგადოებაგავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას გამართავს

გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას გამართავს

Published on

20 ივნისს, გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ, მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავს. პარლამენტთან სარეაბილიტაციო სამუშოები მერიას ჯერ არ დაუსრულებია.

“სირცხვილიას” წევრები კახი კალაძეს მიმართავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თავად გააკეთებენ.

20 ივნისის სისხლიანი ღამე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა. მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ყოფნა გააკრიტიკეს. აქტივისტებმა მისი ჩამოსვლა პარლამენტთან გააპროტესტეს. გარდა, რუსი დეპუტატის პარლამენტში შესვლის გაკრიტიკებისა, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს, მათ შორის, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა. 

გვიან ღამით პარლამენტის შენობასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ხელისუფლებამ აქცია ცრემლსადფენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. 

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...