მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეიდან თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ

დღეიდან თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ

Published on

დღეიდან თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას მისცემს.

როგორც რამდენიმე დღის წინ თამილა ბარკალაიამ განაცხადა, პირველი კატეგორია ანუ უკვე იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში, ძალიან მარტივი პროცედურა იქნება. “15 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გაიხსნება რეგისტრაციის პორტალი, რომელიც იმუშავებს და ქმედითი იქნება პირველ ივნისამდე და აღნიშნული ადამიანები მხოლოდ ბანკის ანგარიშს ატვირთავენ, ვინაიდან ჩვენთვის უცნობია ამ ადამიანების ბანკის ანგარიში. მხოლოდ ბანკის ანგარიშის ნომრის ატვირთვის შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით“- განაცხადა ბარკალაიამ.

ამასთანავე, მისი განმარტებით, იმ თვითდასაქმებულებს, რომელთა იდენტიფიცირებაც ჯერ არ მომხდარა, რეგისტრაციის პორტალზე, პირადი მონაცემების პარალელურად ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი საბუთის ატვირთვაც მოუწევთ.

„რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები, ამ ადამიანებს ასევე ჩვენი სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ პორტალზე მოუწევთ პერსონალური ინფორმაციის განთავსება -პირადი ნომერი, საკუთარი სახელი და გვარი და ასევე, რაიმე ტიპის დამადასტურებელი საბუთის ატვირთვა, რომელიც მათ ეკონომიკურ საქმიანობას ან შემოსავალს პირველი კვარტლის განმავლობაში დაადასტურებს. ამ განცხადებების განხილვა მოხდება კომისიური წესით, სადაც ჩართული იქნებიან როგორც ფინანსთა ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. კომისიური წესით განხილვის შემდეგ მოხდება დახმარებების გადარიცხვა თითოეულ მოქალაქეზე უმოკლეს ვადაში“- განაცხადა ბარკალაიამ.

სიახლეები

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა, - ევიკა სილინამ სეიმს გადადგომის შესახებ განცხადება უკვე წარუდგინა. პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის...

15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი....

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო – ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...

მართვის მოწმობის პრაქტიკული არაგეგმიური გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ივნისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული არაგეგმიური გამოცდის ჩაბარების საშუალება მხოლოდ...