მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი დღეს დილით გარდაიცვალა

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი დღეს დილით გარდაიცვალა

Published on

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში გუშინ, 14 მაისს, მოხდა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი. ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

რაც შეეხება დღეს გარდაცვლილ ახალგზრდას, ექიმები გუშინვე აცხადებდნენ, რომ მისი მდომარეობა უაღრესად კრიტიკული იყო, რამდენადაც მიღებული ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები.

ბათუმში, ავარიის შედეგად დაღუპული   ბიჭი მინდია შავაძეა. მას ერთი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა.

შსს-ს ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი ერთდროულად 3 მანქანას შეეჯახა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...