მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საქართველოს რეპუტაციისთვის უკეთესი იქნება, რომ მოაგვაროს პოლიტიკური კრიზისი და წინ წავიდეს...

,,საქართველოს რეპუტაციისთვის უკეთესი იქნება, რომ მოაგვაროს პოლიტიკური კრიზისი და წინ წავიდეს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ უკვე შეთანხმებული ფორმატით“ – საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი

Published on

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისას აუცილებელია მხარეებმა პატივი სცენ ორ მნიშვნელოვან პრინციპს – კანონის უზენაესობასა და იმას, რომ სამართლებრივი მექანიზმები არ იყოს პოლიტიზირებული. მისივე თქმით, საქართველოს რეპუტაციისთვის უკეთესი იქნება თუ ეს კრიზისი სწრაფად მოგვარდება.

„საქართველო არის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში იმ გამორჩეული პასუხის გამო, რომელიც მან Covid-19-ის კრიზისს გასცა.

რაც შეეხება პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას, ორი ძირითადი პრინციპია, რომელსაც უნდა მიჰყვნენ – ერთი არის კანონის უზენაესობა და მეორე ყველანაირად თავიდან უნდა იქნეს აცილებული სამართლებრივი მექანიზმების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

ამიტომ ყველა მხარე უნდა მიჰყვეს და პატივი სცეს ამ პრინციპებს არსებული კრიზისიდან გამოსავლის ძიების პროცესში. საქართველოს რეპუტაციისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, რომ მოაგვაროს პოლიტიკური კრიზისი და წინ წავიდეს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ უკვე შეთანხმებული ფორმატით“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა

სიახლეები

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...