მეფე თამარის მიმართვა სასულიერო პირებისადმი: ,,ნუ თუალახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათვის”

0
497

დღეს 14 მაისს (ძვ. სტ. 1 მაისს) თამარობაა. ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა კეთილმსახურ მეფე თამარს, ყოველთვის და განსაკუთრებით ასეთ დღეს აუცილებელი მღვდელმსახურებს ახსოვდეთ თამარის მიმართვა სასულიერო პირებისადმი, რომლის ფრაგმენტი მატიანემ შემოგვინახა .

“ჰოი, წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებული ხართ მოძღვრად ჩვენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანაგაც მისა სიტყვის მიცემა სულთათვის ჩვენთა.

გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა.

ნუ თუალახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათვის თქუენ სიტყვითა, ხოლო მე საქმით, თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით, თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღვივნეთ: თქუენ, ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე, ვითარცა ებგური”

ეს არის ფრაგმენტი თამარ მეფის მიმართვიდან სასულიერო პირებისადმი, რომელიც, სამწუხაროდ, შესახსენებელია იმ ეკლესიის მსახურთათვის, რომელთაც , როგორც ჩანს, არ იციან ან არ სურთ იცოდნენ, რაშია მათი მისია, ესოდენ მკაფიოდ ჩამოყალიბებული წმინდანად შერაცხული მეფის მიერ

წინა სტატიამამუკა ხაზარაძე: ეს არის რუსული ძალის მიერ მართული მთავრობა, რომლის პირდაპირი დავალება ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერება იყო
შემდეგი სტატია,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს” -GRASS
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური