მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ხაზარაძე: ეს არის რუსული ძალის მიერ მართული მთავრობა, რომლის პირდაპირი დავალება...

მამუკა ხაზარაძე: ეს არის რუსული ძალის მიერ მართული მთავრობა, რომლის პირდაპირი დავალება ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერება იყო

Published on

საქართველოს მთავრობა არის მარიონეტული, – განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას, რითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო ექსპერტის დასკვნას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო დონის კიდევ ერთი დოკუმენტი დაიდო, სადაც არათუ ფულის გათეთრებაზეა საუბარი, არამედ, ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ მოიპოვება.

„დღეს გამოქვეყნდა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ავსტრალიიდან მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იქნა გამოძიებული. შესაბამისად, დაიდო საერთაშორისო დონის კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც არათუ ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე, არამედ არანაირი დანაშაულის ნიშნები ამ საქმეში არ მოიპოვება. ეს მნიშვნელოვანია და ჩემი და ბადრის ბრძოლაც მნიშვნელოვანი იყო სამართლისთვის და სამართლიანობისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პროკურატურის, სამსამართლო სისტემის მიკერძოებულობას, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების არსებობას ამ ქვეყანაში.

ეს ყველაფერი მიმართული იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ჩაგდებისთვის, ეს არის ანაკლიის პროექტი. უკვე ორი წელია ეს საქმე გრძელდება და გრძელდება იმიტომ, რომ დროებით მიეღწიათ იმ შედეგისთვის, რასაც ანაკლიის გაჩერება ჰქვია. საქართველოს მთავრობა არის მარიონეტული, რუსული ძალის მიერ მართული მთავრობა, რომლის პირდაპირი დავალება იყო, რომ გაჩერებულიყო ანაკლია. ეს ხდებაიმ დროს, როდესაც პარალელურად ტამანში, ნოვოროსისკის გვერდზე იგივე რუსეთი აშენებს ღრმაწყლოვან პორტს. სურათი ნათელია, ამაზე დიდხანს არ შევჩერდები. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

სიახლეები

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...