მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ხელისუფლება ამ დაქოქილ მანქანას არ აჩერებს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებიდან არის...

,,ხელისუფლება ამ დაქოქილ მანქანას არ აჩერებს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებიდან არის საკმაოდ მწვავე შეფასება” – სერგო რატიანი

Published on

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ არსებობს პოლიტიკური დევნა და სურვილი იმისა, რომ უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი გვყავდეს. ხელისუფლების მხრიდან ეს თამაში უკვე ძალიან სახიფათოა მათთვისაც და ქართული საზოგადოებისთვისაც. უკვე პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. – ასე გამოეხმაურა სერგო რატიანი დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეში არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.

,,ეს ძალიან მძიმე შეფასებაა და ამას ექნება თავისი შედეგები. სამწუხაროდ, ეს შედეგები იქნება ქართული სახელმწიფოსათვის და დღესაც იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია, ძალიან დიდი დახმარებები აღარ იყოს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებიდან არის საკმაოდ მწვავე შეფასება, ხელისუფლება ამ დაქოქილ მანქანას არ აჩერებს. -აცხადებს სერგო რატიანი – ივანიშვილის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ის პირდაპირ ნადირობს პოლიტიკურ ოპონენტებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე. მოულოდნელი იყო, რომ გიგი უგულავას დააკავებდნენ, მაგრამ გაბედეს და იკადრეს. ვფიქრობ ახლა უფრო რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ ივანიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი“

სიახლეები

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...