სკანდალი: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდული ტესტები ჰოლანდიური კი არა, ჩინური აღმოჩნდა

0
568

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდული 930 000 ლარის ღირებულების ჰოლანდიური წარმოების 30 000 ცალი ტესტი რეალურად ჩინური აღმოჩნდა.

24 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გადაუდებელი აუცილებლობით შეისყიდა 930 000 ლარის ღირებულების 30 000 ცალი ტესტი. სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ეს ტესტები მითითებულია, როგორც ჰოლანდიური წარმოების ტესტები. რეალურად ტესტები აღმოჩნდა არა ჰოლანდიური, არამედ -ჩინური, შეფუთული როგორც ჰოლანდიური! მანამდე ეს ტესტები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არაერთხელ სცნეს ხარვეზულად და შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა ან ჯანდაცვის უწყებას, ან შემომტან კომპანიას

,,ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ დირექტორის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით,  ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამინისტრო ტესტებთან დაკავშირებით, სკანდალში ეხვევა, რაც სერიოზულ ეჭვებს და კითხვებს აჩენს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს სამინისტრო ეცადა შემოეტანა 200 000 სწრაფი ტესტი, მაგრამ მაშინაც სამინისტრომ გააფორმა ხელშეკრულება უხარისხო ტესტების მწარმოებელთან. ახლაც, ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელმაც ასევე უხარისხო და „ფეიკი“ ტესტები შეისყიდა სამინისტროსთვის. ყოველივე ეს ბადებს სერიოზულ ეჭვებს და კითხვებს. ვინ დგას ამ კომპანიების უკან? რატომ ვერ ახერხებს ჯანდაცვის უწყება ხარისხიანი ტესტების შემოტანას? როგორც ჩანს, ხელისუფლება ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზეც კი არ თაკილობს კორუფციულ, კლანურ გარიგებებს და საეჭვო კონტრაქტების დადებას, როგორც შესყიდვების საიტზეა მითითებული, ტესტები უნდა შემოეტანა შუამავალ კომპანიას „სოლემარტს“, რომელსაც, როგორც ამბობენ, „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრები ლობირებენ. – განაცხადა ჩიხლაძემ.

გარდა ამისა, ჩიხლაძის თქმით, თავდაპირველად ჯანდაცვის ზოგიერთი უწყება ეჭვქვეშ აყენებდა გაფართოებული ტესტირების აუცილებლობას, მოგვიანებით კი დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა თავად სთხოვა მთავრობას 5 მლნ-ის ღირებულების ტესტების შეძენა. ჩიხლაძის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ პროცესის გაწელვით, ხელისუფლება მონოპოლიას უმზადებდა ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს

„შეგახსენებთ ასევე, რომ 3 თვეა ხელისუფლება და სამწუხაროდ, ზოგიერთი ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებაც ეჭვქვეშ აყენებდა გაფართოებული ტესტირება-დიაგნოსტიკის აუცილებლობას. 7 მაისს კი დაავადებათა კონტროლის ცენტრი თვითონ სთხოვს მთავრობას, რომ გადაუდებელი აუცილებლობით შეისყიდოს 5 მილიონის ღირებულების ტესტები. შეგახსენებთ, რომ სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი ამას 10 მარტიდან ითხოვდა და რამდენიმე, დროში გაწერილი გეგმაც შესთავაზა საზოგადოებას. ნუთუ 2 თვეზე მეტი დრო დასჭირდა ხელისუფლებას და ჯანდაცვის სამინისტროს ამ დასკვნამდე მისასვლელად. აქაც ჩნდება ეჭვი, რომ პროცესის გაწელვით, ხელისუფლება უმზადებდა მონოპოლიას ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს და მათ ნათესავებს, რომ ისინი გამხდარიყვნენ „ტესტების ბიზნესის“ მონოპოლისტები. შესაბამისად, ეს 5 მილიონიანი შესყიდვაც უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე და ღია, რომ ისევ არ მივიღოთ უხარისხო ტესტები ან კორუფციული გარიგებები. ტესტების მარაგი და ხარისხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება ახლა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი მის საკონტროლოდ იქნება სწორედ ტესტირება, ვირუსის დეტექცია და ეპიდემიოლოგიური კვლევები. ამ ფონზე კი, საჭირო რაოდენობის და კარგი ხარისხის ტესტების გარეშე, ყველა ჩვენი ქმედება დაემსგავსება სიბნელეში ხელების ცეცებას” – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.0

აღნიშნულ კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

წინა სტატია,,გვინდა ანაკლიის პროექტი? მაშინ არ გვინდა ეს ხელისუფლება – მის ხელში ეს პროექტი მკვდარია” – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიასართიჭალაში მომხდარ ავტოავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური