მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საერთაშორისო პარტნიორები უკვე აღარ ერიდებიან ტერმინს პოლიტპატიმრები - ეს არის სულ,...

,,საერთაშორისო პარტნიორები უკვე აღარ ერიდებიან ტერმინს პოლიტპატიმრები – ეს არის სულ, რაც მოახერხა ,,ქართულმა ოცნებამ”

Published on

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი შალვა შავგულიძე ეხმაურება გერმანელი ევროპარლამენტარის, მიხაელ გალერის მიმართვას საქართველოს ხელისუფლებისადმიას მიმართა – გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

,,ესეც არის ქართული ოცნების მოხერხება, რომ საერთაშორისო პარტნიორები უკვე აღარ ერიდებიან პირდაპირ ამ ტერმინს – პოლიტპატიმრები. იმიტომ, რომ ცხადია, როცა ამდენი გარემოება ემთხვევა ერთმანეთს, ეს ყველაფერი გაკეთებინებს ობიექტურ დასკვნას, რომ აქ არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, ყოველ შემთხვევაში, პრიორიტეტი ენიჭება პოლიტიკურ მოტივაციას ხელისუფლების და როცა პრიორიტეტულია პოლიტიკური მოტივაცია, ამ შემთხვევაში იხმარება ფრაზა – პოლიტიკური პატიმრები. ეს ფრაზა უკვე გამოიყენეს ამერიკის სენატის მაღალმა წარმომადგენლებმა.

შავგულიძის თქმით, ნებისმიერ საკითხში შეთანხმების პირობები უნდა იყოს დაცული და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებდა როგორც საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ისე კონკრეტულ საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეჩერებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

“ასე ესმის ეს შეთანხმება ოპოზიციას და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას. ასე არ ესმის მხოლოდ ქართულ ოცნებას, იმიტომ, რომ არ უნდა ასე გაგება. მაგრამ ასე არ გამოვა. ერთხელ უკვე მოატყუა მთელი საზოგადოება – ქართულიც და საერთაშორისოც, დაპირდა პროპორციულ არჩევნებს და მოიტყუა, ახლა ასე არ გამოვა. პირობები უნდა იქნეს დაცული. არ შეიძლება, ხელისუფლებას მიეცეს შესაძლებლობა, რომ დღეს თქვას ერთი, ხვალ გააკეთოს მეორე და საკუთარ პირად პარტიულ ინტერესებს მოარგოს” – თქვა შავგულიძემ.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...