მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებამ პანდორას ყუთი გახსნა - ან დათმობაზე უნდა წავიდეს, ანაუცილებლად დაათმობინებენ, რაც...

ხელისუფლებამ პანდორას ყუთი გახსნა – ან დათმობაზე უნდა წავიდეს, ანაუცილებლად დაათმობინებენ, რაც მისთვის გაცილებით ცუდი იქნება – ნინო ბურჯანაძე

Published on

“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძის განცხადებით ხელისუფლების ქმედებები სამომავლოდ ქვეყანას ეკონომიკური კუთხითაც დააზარალებს.

„ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რათა შეთანხმების შესრულებისთვის მაქსიმუმი გაკეთდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ოპოზიციისთვის და იმ ადამიანებისთვის ვინც ციხეშია, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის. იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მისდა უნებურად, გახსნა პანდორას ყუთი და პირველად საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის სენატის თავმჯდომარის განცხადებაში დაფიქსირდა სიტყვა პოლიტპატიმარი, რაც არის ხელისუფლებისთვის დამანგრეველი და რაც არის ძალიან ცუდი იმ ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში, რომელიც ჩვენ გველოდება.

თუ ქვეყნის მიმართ იქნა გამოყენებული სიტყვები, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, გარწმუნებთ, რომ ეკონომიკური დახმარების მიღება, ძალიან გართულდება და ძალიან გაგვირთულდება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა. ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევს დათმობის გაწევა. მე გაგახსენებთ განცხადებებს 8 მარტამდე – გამოიგლოვეთ, შავები ჩაიცვით…. არ ვარგა ასე ერთმანეთთან საუბარი. ჩვენ ვართ ოპონენტები და არა ერთმანეთის მტრები. ხელისუფლებამ უნდა გადმოდგას ნაბიჯი და შეასრულოს სრულყოფილად შეთანხმება.

შეთანხმება არის, რომ 120/30-ზე უკეთესი გაცილებით, ვიდრე დღევანდელი ვითარება. იმისთვის, რომ საბოლოოდ გაჯანსაღდეს პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვანია შესრულდეს მეორე პუნქტიც, რომელთა დაპატიმრება პოლიტიკური ჩრდილით იყო შეფარული. ხელისუფლება ჯიუტობს, რომ სისუსტეში არ ჩაეთვალოს, მაგრამ თუ არ დათმეს და დაათმობინებეს და აუცილებლად დაათმობინებენ, ეს მათთვის გაცილებით ცუდი იქნება!, – განაცხადა ბურჯანაძემ.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...