მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გვინდა ანაკლიის პროექტი? მაშინ არ გვინდა ეს ხელისუფლება - მის ხელში ეს...

,,გვინდა ანაკლიის პროექტი? მაშინ არ გვინდა ეს ხელისუფლება – მის ხელში ეს პროექტი მკვდარია” – რომან გოცირიძე

Published on

გუშინ, 12 მაისს ნაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, სადაც მზადყოფნას გამოთქვამს, მთავრობასთან თანამშრომლობით დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს და სამუშაოები გააგრძელოს.

კონსორციუმის განცხადებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე გამოეხმაურა, იგი თვლის, რომ ანაკლიის პორტი ამ ხელისუფლების პირობებში არასოდეს აშენდება.

“გვინდა ანაკლიის პროექტი? მაშინ არ გვინდა ეს ხელისუფლება, დანარჩენი არის ილუზიები”- ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.

„ანაკლიის პროექტი ივანიშვილს მის ასაშენებლად არ შეუჩერებია. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ის დიდი სიკეთე, რომელიც პორტმა და მასთან დაკავშირებულმა ბევრმა სხვა პროექტმა შეიძლება მოიტანოს, არ განხორციელდება.

რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და როგორი მოწოდებები, როგორი არგუმენტებიც არ უნდა დავდოთ. შევეშვათ არარეალისტურ გეგმებს. ხელისუფლების შეცვლის გარეშე საქართველოში არცერთი დიდი პროექტი არ განხორციელდება, განსაკუთრებით ისეთი, როგორიც არის რუსეთის ინტერესებში.

შეასრულა ივანიშვილმა რუსეთის დავალება და ახლა რა ძალა აიძულებს რომ პროექტი თავიდან შემოატრიალოს?! ერთდადერთი ძალა არის ხალხი და არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ანაკლიის პროექტი სამუდამოდ მკვდარია,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...