მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი წერეთელი: ,,პარლამენტმა ისე გაიარა ანტიკრიზისული გეგმის ღონისძიებების მიღების პროცესი, რომ პარლამენტში...

გიგი წერეთელი: ,,პარლამენტმა ისე გაიარა ანტიკრიზისული გეგმის ღონისძიებების მიღების პროცესი, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი არ მისულა. აპირებს თუ არა მის დაბარებას თავად პარლამენტის ხელმძღვანელობა?”

Published on

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მისვლას და ანტიკრიზისული გეგმის შესრულების საკითხზე არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემას ითხოვს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქციის „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ პარლამენტმა ისე გაიარა ანტიკრიზისული გეგმის ღონისძიებების მიღების პროცესი, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი არ მისულა.

დეპუტატი დაინტერესდა, ხომ არ აპირებს პრემიერ-მინისტრის დაბარებას თავად პარლამენტის ხელმძღვანელობა.

„ძალიან ბევრი კითხვაა, როგორ მიმდინარეობს, როდის იწყება და ასე შემდეგ. ბევრ ადამიანს ჯერ საერთოდ არაფერი არ მიუღია, ხოო, ჯერჯერობით, ფულად დახმარებაზე როცაა ლაპარაკი. და ამაზეც ძალიან ბევრი კრიტიკაა და ჩემი კითხვა იქნება, აპირებს თუ არა ბიურო, პარლამენტი ან პარლამენტის ხელმძღვანელობა, მოიწვიოს პრემიერ-მინისტრი და მასთან ერთად გავიაროთ ეს საკითხები?“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ სურვილია, პასუხები კითხვებზე სწორედ პრემიერ-მინისტრისგან მიიღოს და არა მისი რომელიმე თანამშრომლისგან ან სხვა პირებისგან.

გიგი წერეთელს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ, მისი ინფორმაციით, „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მისვლის მოთხოვნა გაგზავნილი აქვთ და პასუხსაც პრემიერ-მინისტრისგან მიიღებენ.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...