ევროპარლამენტარი მიხეალ გალერი მოუწოდებს ქართულ ოცნებას, შეასრულონ ოპოზიციასთან დადებული შეთანხმების პირობები და გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.
“ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს 8 მარტის შეთანხმების ტექსტსა და სულისკვეთებას. ეს ლაკმუსის ტესტია ივანიშვილისა და ქართული ოცნების ნამდვილი განზრახვებისთვის.”
[საქართველოს მთავრობა] ბედს სცდის, ელოდებიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც.
ელოდებიან.
ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს.”
მიხაელ გალერი ჯერ კიდევ 21 იანვარს, ევროპარლამენტის სხდომაზე მიმართა რეინტეგრაციის მინისტრ ქეთევან ციხელაშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ კახა კუჭავას და მათი სახით ქართული ოცნებას:
აღიარეთ, რომ ივანიშვილმა პროპორციული ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ჩააგდო.
,,ყოველთვის უპირობო იქნება მხარდაჭერა თქვენი ევროპული ორიენტაციისადმი, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს თქვენი მხრიდან სიტყვის შესრულება და თქვენი მცდელობა, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა მოგვყიდოთ ქართული ოცნების შიგნით შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი ხარისხის ნიშნად… არიან პარლამენტარები, ვინც თქვენი პარტია დატოვა და უმეტესობა მათგანი ჩემი საუკეთესო თანამოსაუბრე. გულწრფელები თუ იქნებით, განა ივანიშვილი მხოლოდ საჯაროდ არ ამბობდა, შეცვალეთო, კულისებში ისე მოაწყო, რომ ჩავარდნილიყო? და თანაც, ხელისუფლებაში დარჩენის აშკარა მიზნით. გთხოვთ, თუ ევროპელები ხართ, აღიარეთ, რომ ასე იყო.”
მიხაელ გალერი გერმანელი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიისა (EPP) და ქრისტიან დემოკრატიული კავშირის (CDU) წევრია