მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს დემოკრატიულ განვითარებაში უკან დახეულ ნაბიჯებზე" - ევროპარლამენტარი ვიოლა...

,,ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს დემოკრატიულ განვითარებაში უკან დახეულ ნაბიჯებზე” – ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

Published on

ვროპარლამენტარისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრის ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კიდევ ერთხელ გატეხილი პირობა “ქართულ ოცნებას” არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

ვიოლა ფონ კრამონი 8 მარტის შეთანხმებაზე “ქართული ოცნების” წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.

“ძალიან კარგია, რომ მთავრობა კორონავირუსის კრიზისს უმკლავდება, მაგრამ ზუსტად ასეთივე დასანანია ის, რომ მთავრობა პანდემიის ინსტრუმენტალიზებას ცდილობს იმისთვის, რომ მარტის შეთანხმების დარღვევა გაამართლოს. კიდევ ერთი შეუსრულებელი პირობა საბოლოოდ დაუმკვიდრებს ქართულ ოცნებას არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორის სახელს.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილი იქნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი.

დაუშვებელია და უბრალოდ ცუდი ტონია ქართული ოცნების მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა. დიპლომატებმა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გასწიეს უდიდესი სამსახური იშუამდგომლეს რა მხარეებს შორის 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად.

ბოლოს, ორივე პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მქონეს უნდა ახსოვდეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე”, – წერს ევროპარლამენტარი.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...