სვანეთში უბედური შემთხვევის შედეგად 30 წლის ბიჭი დაიღუპა

0
456

სვანეთში უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. დაახლოებით 30 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, კლდიდან გადავარდა.

როგორც მესტიის მერმა, კახა ჟორჟოლიანმა განაცხადა, ცხედარი უკვე ნაპოვნია. მისივე თქმით, სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

მომხდარზე შსს-მს გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სანადიროდ მიდიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა.

წინა სტატიამეუფე მიქაელი ხუმრობის ხასიათზეა – ,,მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი”
შემდეგი სტატიახვალიდან ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები განახლდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური