სენატორი ჯიმ რიში: ველი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას

0
465

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აცხადებს, რომ “საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემის მიღების ჩათვლით”.

რიშმა ეს Twitter-ზე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გვერდზე დაწერა და აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება გააზიარა.

pოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლების აუცილებლობაზე რიში 10 მარტსაც საუბრობდა.

11 მაის საშშ-ის საელჩომ და ევროკავშირმა 8 მარტის მემორანდუმის ხელმომწერებს მოუწოდეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი.

“ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს”,- წერია განცხადებაში.

11 მაისს განცხადება გააკეთა ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმაც და თქვა,  რომ “გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია, რომ დასრულდეს ეს ამბავი და წინ წავიწიოთ”.

წინა სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 7-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიადიახ, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები – დასავლეთმა ღიად ამხილა ივანიშვილის ხელისუფლება ტყუილში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური