მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელი გაუარესდა - IDFI

საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელი გაუარესდა – IDFI

Published on

სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და არაფორმალური მმართველობა – ეს არის ის საკითხები, რომელიც ბერთელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსის მიხედვით საქართველოსთვის კვლავ დიდი გამოწვევაა. 

კვლევის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია. ამის მიზეზად მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო ფაქტების გამოუძიებლობა  და  ასევე  პროკურატურის პოლიტიზირებაა მიჩნეული.

“2018 წელთან შედარებით საქართველომ უფრო დაბალი შეფასება მიიღო კანონის უზენაესობის, პოლიტიკური ჩართულობის ,ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობის კომპონენტში.

კანონის უზენაესობის კუთხით ანგარიშში ყურადღებას ამახვილებენ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან არსებულ სერიოზულ პრობლემებზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს,

მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს. ანგარიშში ასევე საუბარია პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზე.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ყველა იმ ხარვეზზე, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, რომ დემოკრატიის სტანდარტი გაუმჯობესდეს- აცხადებს ქეთი კუკავა

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...