მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე მიქაელი ხუმრობის ხასიათზეა - ,,მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც...

მეუფე მიქაელი ხუმრობის ხასიათზეა – ,,მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი”

Published on

მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი, – ასე უპასუხა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტების კითხვას, მხარს დაუჭერს თუ არა ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. როგორც მეუფე მიქაელმა აღნიშნა, მრევლმა კორონავირუსის წინააღმდეგ ზიარება და ნაკურთხი წყალი უნდა გამოიყენოს.

„როგორი სიყვარული გაქვთ ჩვენი, როგორი ბედნიერი ვარ, რომ ასე ზრუნავთ ჩვენზე და გაინტერესებთ ჩვენი ვაქცინაცია და ჯანმრთელობა, მოკლედ გახარებული ვარ. რა არის ეს ვაქცინა, ერთი რა ხდება? მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. ასეთი ვაქცინა უნდა მოვიფიქროთ.

კორონას ვაქცინაციაზე არის მაცხოვრის ხორცი და სისხლი საკურნებელად სულისა და ხორცისა, ასევე ნაკურთხი წყალი. მე ვაქცინები გავიკეთე რომ დავიბადე მაშინ, მაგრამ არ მახსოვს პატარა ვიყავი. იმის შემდეგ ვაქცინა არ გამიკეთებია, მაგრამ მე მგონი, არ გამოვიყურები ცუდად, კარგად გამოვიყურები“, – განუცხადა მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...