მთავარისიახლეებიპოლიტიკახვალიდან ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები განახლდება

ხვალიდან ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები განახლდება

Published on

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები ხვალიდან განახლდება.

შეხვედრა ხვალ, 13 მაისს 14:00 საათზე არის ჩანიშნული. 

,,ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვერანაირი ვირუსი და საგანგებო მდგომარეობა ვერ გააჩერებს პოლიტიკური ძალებისა და ქართველი ხალხის სწრაფვას, განიკურნოს ყველაზე უბედური ვირუსისგან, რაც კი უშვია საქართველოს ისოტრიას ამ რეჟიმის სახით”, – განაცხადა ნათელაშვილმა “დღის სტუმარში” სტუმრობისას.

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიცია ბევრ საკითხზე იმსჯელებს, მათ შორის იმაზე, რა სტრატეგია ექნებათ, იმ შეთხვევაში თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილს არ შეასრულებს – როგორც საარჩევნო სისტემის, ისე პოლიტპატიმრების. 

“ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ამ შეთანხმების ორივე ნაწილი და ეს იქნება კარგი ქვეყნისთვის. თუ არ შეასრულებს, ამაზე იქნება რეაგირება საჭირო. ქვეყნის გარედან უკვე ვნახეთ როგორი გზავნილებია, საჭიროა რეაგირება ქვეყნის შიგნითაც და ამ სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ სწორედ ხვალ და გაგრძელდება პერიოდული კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებს შორის”, – ამბობს კაპანაძე.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. კორონავირუსის გავრცელების საფრტხისა და ქვეყანაში დაწეზებული შეზღუდვების გამო, კონსულტაციები დროებით შეჩერებული იყო. 

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...