მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ...

გრიგოლ ვაშაძე: დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები

Published on

მმართველმა პარტიამ საკუთარი განცხადებებით შედეგად მიიღო ის, რომ საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი დაზიანდა და ამასთან, ყველამ გაიგო, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს. – ასე გამოეხმაურა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მმართველი პარტიის გუშინდელ განცხადებას სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში პატიმრების გათავისუფლების საკითხი არ დამდგარა და ამის დასადასტურებლად ხელისუფლებამ ფასილიტატორ ელჩებს მიმართა.

ვაშაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ მედიატორებს მოუწიათ ახსნა, თუ რა არის მათი როლი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში და ხაზის გასმა იმაზე, თუ რა მნიშვნელობისაა პოლიტპატიმრების ციხიდან გათავისუფლება.

„სრულიად გაუგებარია რას ემსახურებოდა პოლიტიკური და პრაგმატული თვალსაზრისით ეს განცხადება, მაგრამ ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს მედიატორებს მოუწიათ ჩარევა ოპოზიციისა და ხელისუფლების დიკუსიაში. იმის ახსნა, თუ რა არის მედიატორების როლი ამ შეთანხმებაში, იმის ახსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება, რადგან ეს ჩვენი შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იყო, სამწუხაროდ, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია. მას მოუწია ხაზის გასმა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ პოლიტპატიმრები 21-ე საუკუნეში საქართველოში არსებობენ, ხაზის გასმა იმისთვის, რომ ყველა მონაწილემ, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილი იყო, უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები, ხაზის გასმა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მოკავშირეები სერიოზულ ყურადღებას აქცევენ, როგორ შესრულდება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება.

აი, რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ: დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ნეგატიურ შედეგს, რომელსაც ხელისუფლების უადგილო, უშინაარსო და ყოვლად უტაქტო განცხადება მოიტანს, ამაზე სრულ პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ და მის ყველა ლიდერს“,- განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...