დიახ, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები – დასავლეთმა ღიად ამხილა ივანიშვილის ხელისუფლება ტყუილში

0
466

,,ქართული ოცნება” ამერიკისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებით კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ოპოზიციის შეფასებით, მოსახლეობის კიდევ ერთხელ “გადაგდების” შემთხვევაში დასავლეთის ნაბიჯი კიდევ უფრო მკაცრი იქნება – განაცხადა გუშინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ

დასავლეთმა ღიად თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს შეთანხმებისას პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლება არ განხილულა, ტყუილია.

“თალაკვაძე გამოვიდა ჩაატარა ბრიფინგი, მილიარდერის დავალებით და მალევე აშშ პასუხობს, ეს რას ნიშნავს, რომ რაც თალაკვაძემ თქვა, დიპლომატიურ ენაზე ფურცელზე დაიტანეს და თქვეს, რომ ეს ტყუილია, და ეს რომ ტყუილია მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ იცის.

ახლა უკვე ელოდონ მთელ წყებას განცხადებებისა მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკური დედაქლაქებიდან,- ამბობს “ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი  სერგო რატიანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება.

რატიანი ჯიმ რიშის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, უმძიმესს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის განმარტება მიიღო, რომელსაც ითხოვდა.

რატიანი არ გამორიცხავს, ხელისუფლებამ საქართველოს ელჩი აშშ-დანაც გამოიძახოს კონსულტაციებისთვის.

„სენატის თავმჯდომარის ამ განცხადებას შეიძლება ვუწოდოთ „განსაკუთრებით უტიფართათვის“. კობახიძე ითხოვდა განმარტებას და მან მიიღო ეს განმარტება, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ.

ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ „ოცნებას“ გარკვეულწილად სახე შეენარჩუნებინა. არავინ საუბრობდა, ყოველ შემთხვევაში, არავინ ითხოვდა მათგან, რომ ისინი როგორც პოლიტპატიმრები დაესახელებინათ და ისე გაეთავისუფლებინათ, მაგრამ როგორც ნათქვამია, რასაც ღმერთს შესთხოვ, ის მოგეცემა კიდეც.

ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან და ისინი უნდა გათავისუფლდნენ – ეს არის უმძიმესი შეფასება. არ ვიცი, „ქართული ოცნება“ რას იტყვის, უკრაინის მსგავსად შეიძლება ელჩი მოსალაპარაკებლად გამოიწვიონ. რას გააკეთებს „ქართული ოცნება“ მართალი გითხრათ, არ გვაინტერესებს, მაგრამ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსათვის და ქართული საზოგადოებისათვის“, – განაცხადა რატიანმა.

წინა სტატიასენატორი ჯიმ რიში: ველი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე: დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური