,,ამერიკის ელჩი კობახიძესთან პოლიტიკურ დებატებში უნდა დაჯდეს, ეს ხომ სასაცილოა?!”

0
438

“პოლიტიკურ დებატებში უნდა დაჯდეს, კობახიძესთან ამერიკის ელჩი, ეს ხო სასაცილოა?!” – ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ამერიკის საელჩოს გაკეთებული აქვს საჯარო განცხადება, 8 მარტის შეთანხმების შესახებ, ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენის შემდეგ. ბოკერია პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებზე, შეთანხმების შესახებ.

ბოკერია ამბობს, რომ ქართული ოცნების წევრებისგან განსხვავებით, მეგობრების სახელით არ ისაუბრებს და ეს არაკორექტულია. თან, მისივე თქმით პარტნიორებს 8 მარტის შეთანხმების შესახებ საჯარო განცხადებები აქვთ გაკეთებული კონკრეტული პირების საქმეების კონტექსტში.

“დიპლომატები იმით გამოირჩევიან, რომ პოლიტიკურ დებატებში არ შედიან ხოლმე, მაგრამ იმდენად ფუნდამენტური საკითხი იყო, როცა ოქრუაშვილზე დადგა ის სამარცხვინო ვერდიქტი, საჯარო განცხადება გააკეთა ამერიკის საელჩომ, მეტი როგორ უნდა თქვან?! თუ ვლაპარაკობთ იმ მანერებზე, რაც პუტინის რუსეთს აქვს, რომ გემუქრებიან, ასე არ ლაპარაკობენ მეგობრები. ოღონდ, როცა მეგობრებს გადააგდებ, ამას აქვს შედეგები, ისევე როგორც შედეგები აქვს საზოგადოების გადაგდებას”, – ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ პოლიტიკურად თავი არ დაიღუპოს და შეთანხმების პირობები შეასრულოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას ასრულებს და არავის გათავისუფლების პირობა არ დაუდიათ.

წინა სტატია,,ინაშვილს მაინც დაუჯერეთ. ტყუილი და უტიფრობა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სტილია ” – ოპოზიცია თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია წიწილების დათვლას შემოდგომაზე აპირებს: “ქართული ოცნების” ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური