მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: ხელისუფლება საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა

გიორგი მარგველაშვილი: ხელისუფლება საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა

Published on

სამწუხაროდ, ხელისუფლება ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად. -განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული შეთანხმების უარყოფის საკითხზე

მე მგონია, რომ არაფერს ახალს და ორიგინალურს არ ვამბობ, იმიტომ, რომ ამ თაღლითობას ხედავენ არამარტო საქართველოში, არამედ ეს არის სტილი, რომელზეც არაერთხელ სხვადასხვა ფორმით მიგვითითეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა.

“ჩვენ, სამწუხაროდ, ვართ რეალობაში, როდესაც ხელისუფლება ისეთი პერმანენტულობით იტყუება, რომ ეს გახდა ფორმა და სტილი ამ პოლიტიკური ძალის, ეს არის მათი იდეოლოგიური საფუძველი. ამის გარდა, ამ საკითხზე იმდენჯერ მოვისმინეთ პირდაპირი, არაპირდაპირი და დიპლომატიური განცხადებები, მარტივად ვხედავთ, რომ ეს არის კიდევ ერთი თაღლითური მცდელობა, გაექცნენ პასუხისმგებლობას”, — ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალის იმიჯი არ გადავიდეს ქვეყანაზე და ჩვენს პარტნიორებს ქართველებზე არ ჰქონდეთ წარმოდგენა, რომ ეს არის თაღლითების ერი. ამისთვის უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც მოსახდენია – საუბარია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებაზე” – ამბობს მარგველაშვილი პასუხად ოცნების განცხადებაზე, , რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ მოიაზრებდა

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...