გიორგი გახარია წიწილების დათვლას შემოდგომაზე აპირებს: “ქართული ოცნების” ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ”

0
439

ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ “ქართული ოცნების” ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  ჟურნალისტების კითხვას, რომელიც შეეხებოდა,არჩილ თალაკვაძის განცხადების შეფასებას ა, რომლის თქმით, “ქართული ოცნება” ახალ სახეებს ეძებს.

კითხვაზე, იქნება თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს ის ისევ პრემიერ-მინისტრი თუ მმართველ პარტიას ახალი გუნდი ეყოლება, გახარიამ უპასუხა, რომ “ყველაფერი შეიძლება”.

“ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნების” ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ. მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ, ერთხელ ვთქვი უკვე, მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომას დავითვალოთ წიწილები,” – განაცხადა გახარიამ.

წინა სტატია,,ამერიკის ელჩი კობახიძესთან პოლიტიკურ დებატებში უნდა დაჯდეს, ეს ხომ სასაცილოა?!”
შემდეგი სტატია,,არც იოცნებოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება” – ნინო ბურჯანაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური