მთავარისიახლეები60 პროცენტი კორონავირუსის შემთხვევების არ არის დიაგნოსტირებული

60 პროცენტი კორონავირუსის შემთხვევების არ არის დიაგნოსტირებული

Published on

“Daily Mail”, ლონდონის ქინგსის კოლეჯის პროფესორ ტიმ სპექტორზე დაყრდობით წერს, რომ მეცნიერის მიერ შესწავლილ იქნა 3 მილიონი ბრიტანელის მონაცემები და მისი თქმით გაერთიანებული სამეფოს დღევანდელი კორონავირუსის სტატისტიკა არის მცდარი. პრობლემა მისი თქმით გახლავთ, მთავარი სიმპტომების, სიცხის და მშრალი ხველის გარდა, სხვა ჩვენებების, მაგალითად გემოს და ყნოსვის დაკარგვის, როგორც მნიშვნელოვანი სიმპტომებად არ აღიარება სახელმწიფოს მხრიდან, რაც ნიშნავს, რომ მილიონობით შემთხვევა არ იქნა აღწერილი, მათ შორის საჭირო რაოდენობით ტესტირების არ ჩატარების გამო. განსხვავებით დიდი ბრიტანეთისგან, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსის მთავარი სიმპტომების ჩამონათვალი გაზარდა, რამაც ექიმებს გაუადვიალათ ვირუსის გამოვლენა ტესტირების გზით.

აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ხდება დაშვება, რომ დიდ ბრიტანეთში არათუ 200 ათასი, არამედ 400 ათასი შემთხევაა რეალურად.

ტესტირება სხვადასხვა სიმპტომებზე და ვირუსის გამოვლენა ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვნად ამცირებს გარდაცვალების რისკს, განსაკუთრებით ხანში შესულ მოსახლეობაში.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად 100 ათასამდე ტესტირება ტარდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, თუმცა ექსპერტთა შეფასებით არც აღნიშნული რაოდენობაა საკმარისი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ტესტირებათა რაოდენობა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა მსოფლიოში, რაც წარმოშობს ეჭვებს არსებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით

ავტორი: ლევან თორია

https://www.dailymail.co.uk/news/article-8302467/Two-thirds-coronavirus-cases-Britain-going-undiagnosed.html

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...