მთავარისიახლეებიპოლიტიკაწერტილი არ გამოვა!-ოპოზიცია პასუხობს გიორგი გახარიას განცხადებას “საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!''

წერტილი არ გამოვა!-ოპოზიცია პასუხობს გიორგი გახარიას განცხადებას “საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!”

Published on

პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ,,საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. წერტილი”, ოპოზიცია მწვავე რეაქციით შეხვდა.

როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა კვლავ გაიმეოროს თავისი საყვარელი „ტრიუკი” და უარი თქვას შეთანხმების შესრულებაზე, – განაცხადა გახარიას პასუხად ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ . მისი თქმით,, გახარიას განცხადებაში გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არც საარჩევნო სისტემის ცვლილებას აპირებს და არც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

„კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როცა მსოფლიო გლობალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეა გადართული, როგორც ჩანს, ივანიშვილმა და მისმა გუნდმა გადაწყვიტა უარი თქვას 120/ 30-ზე საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე და ციხეში დატოვოს პოლიტპატიმრები.ასეთ ვითარებაში ჩატარებული არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური. ვირუსი გადაივლის, ერთიც და მეორეც,“ – განაცხადა გოცირიძემ.

მესმის, რომ არ უნდათ აღიარება, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ, მაგრამ მთავარი არის, რომ ისინი არიან პოლიტიკური ფიგურები, – განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ -„რას დაარქმევს გიორგი გახარია ამ ადამიანებს – ოქრუაშვილს, უგულავას და რურუას-პოლიტპატიმრებს თუ ჩვეულებრივ პატიმრებს, არაპატიმრებს თუ უბრალოდ ტუსაღებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი არიან პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელები- უგულავა და ოქრუაშვილი, რურუა არის კრიტიკული ტელევიზიის დამფუძნებელი ანუ მათი პატიმრობა რომ პოლიტიკურია, ამაზე არავინ არ დაობს არც ქვეყნის შიგნით და იმ ხალხს, ვინც წერილი მიწერა ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმით, რომ ამაში პოლიტიკური შემადგენელი არის ძალიან დიდი დოზით,“- განაცხადა კოტე კემულარიამ.

მისი შეფასებით, გახარიას დღევანდელი განცხადება მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ პანდემიას ამოფარებულ ხელისუფლებას ხელშეკრულების შესრულება აღარ სურს.

„ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ძალიან კარგად იცნობს იმ წინაპირობებს, რაც უძღოდა 8 მარტის შეთანხმებას, ისინი ხომ უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ხელშეკრულების გაფორმებაში. ამიტომ გახარიას დღევანდელი განცხადება ძალიან სახიფათოა, ეს პირდაპირ ურტყამს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ ახლა გვჭირდება ეკონომიკური, ფინანსური დახმარება ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან ამიტომ უმჯობესია ხელისუფლებამ შეთანხმება შეასრულოს, რაც მას ქვეყნის შიგნით ავტორიტეტს შეუქმნის, ქვეყანას კი საერთაშორისო დონეზე ნდობას აღუდგენს.“-განაცხადა კოტე კემულარიამ.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...