მთავარისიახლეებისაზოგადოებასაგარეჯოში მომუშავე ექთანს, PCR ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საგარეჯოში მომუშავე ექთანს, PCR ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა

Published on

საგარეჯოში მომუშავე ექთანს, PCR ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა მისი კვლევა კვლავ გრძელდება – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სოლოღაშვილის თქმით, ექთანს სიღრმისეულ კვლევას ჩაუტარებენ, რადგან სწრაფმა ტესტმა კორონავირუსი დაადასტურა, ხოლო PCR ტესტის შედეგი უარყოფითი მოვიდა.

„პირველ ჯერზე დადებითი პასუხი გვაქვს მიღებული, თუმცა შემდეგ ექიმების მიერ პაციენტის გასინჯვის შედეგად დადგა საკითხი, რომ გადახედილიყო კვლევა. გვქონდა დადებითი პასუხი, კლინიცისტების ჩარევის შემდეგ მოხდა კვლევის გამეორება და გვაქვს უარყოფითი პასუხი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საჭიროა უფრო ღრმა კვლევა. ამიტომ გადაწყდა, რომ ყველა ბიოლოგიური მასალით ჩატარებულიყო გაღრმავებული კვლევა. დღეს დღის განმავლობაში უკვე საბოლოოდ დადასტურებული პასუხი გვექნება. პაციენტი იზოლირებულად არის, ის კლინიკაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან შეხებაში არ ყოფილა“ – განაცხადა სოლოღაშვილმა.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...