მთავარისიახლეებიპოლიტიკარას მოელიან უკრაინის უმსხვილესი ქალაქების მერები მიხეილ სააკაშვილისაგან?

რას მოელიან უკრაინის უმსხვილესი ქალაქების მერები მიხეილ სააკაშვილისაგან?

Published on

„წინ გამოწვევებია, რომლებსაც უნდა ვუპასუხოთ. უკრაინული ეკონომიკის ფონზე,რომელსაც 2014 წელს დიდი დარტყმა მიადგა, კრიზისის რეცესია 10 %-მდე გაიზრდება. აუცილებელია, შეიცვალოს ის სისტემა, რომელიც უკრაინას უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში უკრაინის პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს ქმნიდა“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სავიკ შუსტერის გადაცემაში ,, სვობოდა სლოვა”.

მან ვრცლად ისაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ქვეყანას ჭაობისკენ მიათრევს და რომლის მოგვარებაც ხალხმა პრეზიდენტ ზელენსკის მიანდო. საკუთარ გეგმებზე რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია სისტემა და ფილოსოფია, რომელიც უკვე 30 წელია ქვეყანას დღის წესრიგს კარნახობს.

აღნიშნულ გადაცემაში აგრეთვე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქალაქის მერებიც, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილს დახმარების თხოვნით მიმართეს.

ლვოვის მერი ანდრეი სადოვი: „მადლობა მიხეილ სააკაშვილს, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობას დათანხმდა, ეს ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის დიდი იმედის მომცემია, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცეში თუ სადმე დემოკრატიული ცვლილებები და რეფორმები განხორციელდა, ეს იყო საქართველოში. მან ეს შეძლო. მჯერა, რომ სააკაშვილი უკრაინაშიც წარმატებებს მიაღწევს. ის შექმნის მოდელს, რომლის რეალიზაციაც შესაძლებელი იქნება“

ქალაქ დნეპრის მერი ბორის ფილატოვი: ,,ბატონი მიხეილი სწორედ საუბრობს- დერეგულაციის საკითხებზე, ასევე თუ როგორ შეძლებენ სახელმწიფო ინსტიტუტები პრობლემებისთვის გამკლავებას. ეს სწორი მიმართულებაა. ბატონო მიხეილ, ძალიან გთხოვთ, თუ ნებას დამრთავთ, დნეპრში მეტროს გაყვანის საკითხებთან დაკავშირებით ხვალვე მოგმართავთ. უკვე 9 თვეა მეტროს მშენებლობის და გვირაბების გათხრის სამუშაოების ნებართვას ვერ ვიღებთ.სამჯერ მივმართე მინისტრს, თუმცა ვერაფერი. ბატნო მიხეილ, ჩვენი ოლქის ხალხის სახელით მოგმართავთ თხოვნით, რომ დაგვეხმარეთ“

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო: „ბატონო მიხეილ კიევში არის მეხუთე საწარმო, სადაც მეორადი საქონლით ვაჭრობენ. მფლობელი ფონდი არ გვაძლევს უკან ამ შენობას. არიან ადამიანები, რომლებიც ხელს გვიშლიან ამ საკითხის მოგვარებაში. ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ბევრჯერ ვთქვი და დავემუქრე, რომ პირადად მე მივუჯდები ევაკუატორის საჭეს და დავანგრევ ამ საწარმოს. მე ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიათ, გთხოვთ დაეხმაროთ დნეპრს და კიევს, მადლობელი ვიქნებით ყველანი“

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...