მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტისაგან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მედიკამენტების შესაძენად 100 ლარიან სააფთიაქო ვაუჩერს მიიღებენ

პრეზიდენტისაგან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მედიკამენტების შესაძენად 100 ლარიან სააფთიაქო ვაუჩერს მიიღებენ

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მისალოც წერილთან ერთად ვეტერანები პრეზიდენტისგან საჩუქრად მედიკამენტების შესაძენ 100 ლარიან სააფთიაქო ვაუჩერებს მიიღებენ.

“დიდი პატივისცემით გილოცავთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს!

იმ ომში, კაცობრიობისთვის უპირველესი ღირებულების – მშვიდობისთვის ბრძოლაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა. პირადად თქვენი და თქვენი თანამებრძოლების როლი იმ გამარჯვებაში ძალიან დიდია. ბედნიერებაა, რომ დღეს ჩვენ გვერდით ხართ და გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა და ქედი მოვიხაროთ თქვენი გმირობის წინაშე.

ახლა მსოფლიო ისევ ებრძვის დაუნდობელ მტერს, რომელიც, ამჯერად, უხილავია. ასეთი გამოწვევა კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. ახლა თქვენი შემდგომი თაობები ვიბრძვით მასთან გასამკლავებლად და მჯერა, რომ კვლავ გავიმარჯვებთ.

თქვენ მიმართ მოწიწებასა და მადლიერებას მცირედი საჩუქრით გამოვხატავ და გისურვებთ მშვიდობას, დღეგრძელობასა და მხნეობას!“ – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ ვეტერანებისათვის მიწერილ წერილში.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...