მთავარისიახლეებისაზოგადოება,,პიკი გვაქვს, მაგრამ ნაკლდებად ციცაბო, ვიდრე ველოდით'' -თენგიზ ცერცვაძის პასუხი კითხვაზე: პლატო,...

,,პიკი გვაქვს, მაგრამ ნაკლდებად ციცაბო, ვიდრე ველოდით” -თენგიზ ცერცვაძის პასუხი კითხვაზე: პლატო, ტეხილი თუ პიკი?

Published on

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ოპტიმისტური ვარაუდები მართლდება და საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების პიკი ციცაბო არ აღმოჩნდა.

„დღეისთვის, ქვეყანაში არის 626 პაციენტი. ბოლო დღეებში თანდათან მცირდება პაციენტების რიცხვი. მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდგ ქვევით წავიდოდა. ახლა არის პლატო, ის პიკი არ გამოდგა ციცაბო პიკი და გამოდგა ასეთი სწორი, პლატოსებური“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძემ.

კითხვაზე – გადავლილია თუ არა პიკი, ცერცვაძე ამბობს, რომ ამის თქმა გარანტირებულად არ შეიძლება.

„გარანტირებულად ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლო დღეები მიუთითებს, რომ თუ რამე კიდევ არ ჩავიდინეთ, რაღაცა სისულელე, სადღაც რაღაც არ ვქენით, არ მოვაწყვეთ თავყრილობა და რაღაც სადავეები არ გაგვექცა ხელიდან, გაგრძელდა ის ტენდენცია და ის ხარისხი მობილიზაციის, რაც ახლაა, მაშინ სავარაუდოდ, ახლა ვიმყოფებით პიკზე. ამას პლატოს სახე ექნება, იქნება თანაბარი რაოდენობა და წესით, არ უნდა იყოს მატება. თუ იქნება მატება, ეს იქნება მცირე მატება – ერთი ათეული, ორი ათეული, მაგრამ თუ არ დავუშვით ისეთ შეცდომები, როგორიც იყო მაგალითად ბოლნისსა და მარნეულში, თეთრიწყაროში ან შესაძლოა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ლენტეხში. თუ ასეთი არ იქნა, მგონია, რომ ჩვენ დავძლიეთ პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა კორონავირუსისა, მინიმალური დანაკარგით. 626 ავადმყოფი და მხოლოდ ათი გარდაცვლილი – ეს არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ან საუკეთესო შედეგი“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძემ.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...