მთავარისიახლეებიმსოფლიომსოფლიო მედია: ,, სააკაშვილის სახით უკრაინაში პოსტსაბჭოთა პოლიტიკის ერთერთი ყველაზე...

მსოფლიო მედია: ,, სააკაშვილის სახით უკრაინაში პოსტსაბჭოთა პოლიტიკის ერთერთი ყველაზე ცნობადი ფიგურა, კაშკაშა რეფორმატორი ბრუნდება”

Published on

მსოფლიო მედია აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების ხელისუფლება ძალიან გაღიზიანდა სააკაშვილის მოსვლით უკრაინის ხელისუფლებაში და ოფიციალური თბილისისგან განსხვავებით პოზიტიურად აფასებს ამ ფაქტს.

ვრცელ სტატიას უძღვნის მიხეილ სააკაშვილს ფრანს-პრესი” სათაურით “სააკაშვილი: კაშკაშა რეფორმატორის დაბრუნება უკრაინაში”.

“სააკაშვილი, რომელიც გუშინ დაინიშნა უკრაინის რეფორმების ხელმძღვანელად, არის რეფორმატორი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, არაორთოდოქსალური პოლიტიკური კარიერით”, – აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორიც სააკაშვილს პოსტსაბჭოთა სივრცეში კორუფციის წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის ხელმძღვანელს უწოდებს.

“ქარიზმატულმა ლიდერი, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო, დასავლეთის ფავორიტი გახდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა, რომელიც ათეული წელიწადი იყო პოლიტიკური არეულობის, სამოქალაქო ომის, ეკონომიკური სიჭარიბისა და ინსტიტუციონალური კორუფციის ნისლით იყო მოსული, დემოკრატიის წარმატების ისტორიაში შეიყვანა”, ნათქვამია სტატიაში.

Financial Times-ი სტატიაში “მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ხელმძღვანელად დაინიშნა” აღნიშნავს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი თავის თავზე დიდ პასუხისმგებლობას და მაღალ მაკოორდინირებელ ფუნქციას იღებს.

“ბატონი სააკაშვილის დაბრუნება უკრაინის პოლიტიკურ ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ მის შთამბეჭდავ კამათს ბატონი ზელენსკის წინამორბედ პეტრო პოროშენკოსთან,” – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ ქართველი კიდევ ერთხელ წარსდგა როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი, მას შემდეგ რაც საქართველოში ხელისუფელბაში მისი მოწინააღმდეგენი მოვიდნენ და ის დევნილობაში აღმოჩნდა.

“სააკაშვილის დანიშნვნა ნიშნავს პოსტსაბჭოთა პოლიტიკის ერთერთი ყველაზე ცნობადი ფიგურის მორიგ დაბრუნებას,” – წერს The New York Times-ი.

BBC მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უკრაინის ხელისუფლებაში მეორედ მოსვლას უწოდებს და აღნიშნავს, რომ გამორჩეული ქართველი პოლიტიკოსი ქვეყანაში რეფორმების გატარებას გაუძღვება, რაც ასე მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ომისა და კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზულ კრიზისში მყოფ უკრაინის ეკონომიკისათვის.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...