მთავარისიახლეებისაზოგადოებამკვლელობა თბილისში, ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრებაში არსებულ შენობაში

მკვლელობა თბილისში, ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრებაში არსებულ შენობაში

Published on

წუხელ თბილისში, ყაზბეგის გამზირის 34 ნომერში, ყოფილი შანხაის შენობაში ნაპოვნია კაცის ცხედარი. მოკლულ მამაკაცს ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ წუხელ ღამით ხმაური არ გაუგიათ, თუმცა სხვა დროს ამ ადგილზე ხშირია ჩხუბი და ხმაური ახალგაზრდებს შორის

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. თუმცა “მთავარი არხის” ინფორმაციით შენობა, სადაც სავარაუდოდ დანაშაული მოხდა, ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრებაა და ალექსანდრე ივანიშვილმა ის ოფიციალურად რამდენიმე კვირის წინ დაირეგისტრირა.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...