მთავარისიახლეებიმსოფლიოდღეს ევროპის დღეა. ევროპის ქვეყნების ელჩების გზავნილი საქართველოსთვის

დღეს ევროპის დღეა. ევროპის ქვეყნების ელჩების გზავნილი საქართველოსთვის

Published on

ევროპის ქვეყნების ელჩები საქართველოში მიმართვას ავრცელებენ. ვიდეო – “24 ელჩი, მისიის ხელმძღვანელი და ერთი გზავნილი – „ევროპის ერთიანი გუნდი TeamEurope საქართველოსთვის!“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული. ელჩების განცხადებით, ევროპის დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენ ერთად ვართ ძლიერნი.

“დღეს ევროპის დღეა. ვიხსენებთ და საზეიმოდ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც, 70 წლის წინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, დეკლარაცია წარმოადგინა. დეკლარაცია ევროპის კონტინენტზე ომის ლოგიკის დასრულებისა და მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპულ ერებს შორის თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა. ეს ხედვა 70 წლის შემდეგ იქცა მშვიდობიან და წარმატებულ ევროკავშირად, რომელიც 27 სახელმწიფოსა და 450 მილიონ ადამიანს აერთიანებს.სიამაყით ვუზიარებთ ამ სოლიდარობის სულისკვეთებას ჩვენს ახლო პარტნიორს, საქართველოს, განსაკუთრებით დღევანდელი კრიზის დროს.ევროპის დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენ ერთად ვართ ძლიერნი. ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ინსტიტუტები მუშაობენ უფრო ძლიერი ევროპისთვის, უფრო ძლიერი საქართველოსთვის და უფრო მტკიცე ურთიერთობებისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის.ჩვენ ვართ ,,ევროპის გუნდი” (Team Europe) საქართველოში და დღეს ევროპის დღეა!- ნათქვამია ელჩების მიმართვაში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...