მთავარისიახლეებიმსოფლიოლუკაშენკამ პანდემიას "ფსიქოზი" უწოდა და მინსკში სამხედრო აღლუმი ჩაატარა

ლუკაშენკამ პანდემიას “ფსიქოზი” უწოდა და მინსკში სამხედრო აღლუმი ჩაატარა

Published on

ბელარუსის დედაქალაქში COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად სამხედრო აღლუმი ჩატარდა. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავ აღლუმზე უამრავი ხალხი შეიკრიბა

საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოვიდა ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკა, რომელმაც განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად სამხედრო აღლუმის გამართვა სწორი გადაწყვეტილებაა.

“ბელარუსი ამ მნიშვნელოვან თარიღს ზეიმობს, ასეთ რთულ დროს”, – თქვა ლუკაშენკომ 9 მაისს. – “თუმცა, ჩვენი ამჟამინდელი სიძნელეები ფერმკრთალდება იმ სირთულეებსა და დანაკარგთან შედარებით, რომელიც შეხვდა მსოფლიოს ყავისფერი ჭირისგან გადამრჩენელ, გმირ თაობას”.

„ამ შეშლილ სამყაროში იქნებიან ადამიანები, რომლებიც დაგვგმობენ ამ წმინდა მოვლენის ჩატარებისთვის, ნუ განგვსჯით, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გქონდა და რომც გვქონოდა, მაინც ასე მოვიქცეოდით.
დაე, წელს მინსკში გამართული სამხედრო მარში, იყოს ერთადერთი პოსტსაბჭოთა კავშირში, მთელი საბჭოთა გამარჯვების სიმბოლო გახდეს” – განაცხადა ლუკაშენკამ.

ცნობისათვის, ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც არ შემოიღო მკაცრი და მასშტაბური შეზღუდვები მოქალაქეთა გადაადგილებაზე, ხოლო მისმა ვეტერანმა პრეზიდენტმა პანდემიას “ფსიქოზი” უწოდა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამ ინფექციის 21,000 დადასტურებული შემთხვევაა.

აღლუმს ათასობით მაყურებელი დაესწრო. ადგილზე 167 საპოლიციო პუნქტი იყო აღმართული. ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ჩანდა ნიღბის გარეშე მისული ოფიციალური პირები და აღლუმის მონაწილეები

~ მიმდინარე კვირაში ლუკაშენკამ სხვა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა აღლუმს დასწრებოდნენ. რუსეთს ბელარუსში მისი ელჩი წარმოადგენდა აღლუმზე. საკუთრივ რუსეთში გაუქმდა მასშტაბური ღონისძიებები

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...