მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით მომატებული სიკვდილიანობა არ აღინიშნება

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით მომატებული სიკვდილიანობა არ აღინიშნება

Published on

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით მომატებული სიკვდილიანობა არ აღინიშნება და 2020 წლის პირველი სამი თვის მონაცემები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს, სადაც ნათქვამია რომ მომატებული სიკვდილიანობა, ამ ეტაპისთვის აღინიშნება ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისში და ნიდერლანდებში.

“მრავალ ქვეყანაში, გარდა COVID19-ით დაავადებულთა რაოდენობისა, ერთ-ერთ საგულისხმო ინდიკატორად ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელს განიხილავენ, რათა შეფასდეს, მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა აღნიშნული დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის თვალსაზრისით.

მომატებული სიკვიდლიანობა (excess mortality) განისაზღვრება, როგორც სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზოგად პოპულაციაში, რომელიც აღემატება მოსალოდნელ სიკვილიანობის მაჩვენებელს, გამოწვეულს კონკრეტული დაავადებით. მომატებული სიკვილიანობა, ამ ეტაპისთვის (28.04.2020) აღინიშნება ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისში და ნიდერლანდებში.

საქართველოში 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობამ 12474 შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის გარდაცვლილთა რაოდენობაზე (13011) 4%-ით ნაკლებია. შედარებისთვის: 2019 წელს იგივე მაჩვენებელი, წინა წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, 5%-ით მეტი იყო (2018 წელს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა – 12335)” – ნათქვამია NCDC-ის მიერ გამოქვეყნებლ ინფორმაციაში.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...