მიხეილ სააკაშვილი: უკრაინა-საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ გააჩნია

0
536

საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, რომ უკრაინასთან ურთიერთობები სულ მცირედითაც კი გააუარესოს-  აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი

მისი თქმით, უკრაინა-საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ გააჩნია.

„შეიძლება ერთი არამოკრძალებული კითხვა?როგორ ჩავა შინ ელჩი, რომელიც „გაიწვიეს“,

ახლა კი სერიოზულად:

პრეზიდენტი ზელენსკი ემხრობა იმას, რომ უკრაინამ საქართველოსთან ურთიერთობები განავითაროს მიუხედავად იმისა, ვინ იქნება იქ ხელისუფლებაში და ამაში მე მას სრულად ვუჭერ მხარს. ეს არის ბრძნული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.

საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, რომ უკრაინასთან ურთიერთობები სულ მცირედითაც კი გააუარესოს.

მე ვფიქრობ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება, ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

წინა სტატიარას ამბობს ივანიშვილის გუნდი და რას – უცხოეთის მედიაფლაგმანი სააკაშვილის ძებნილობაზე
შემდეგი სტატია,,ამდენი მუქარისა და ქვითინის შემდეგ რაღაც უნდა გაეკეთებინათ – გამოვიდნენ, გაიბუტნენ, ელჩი გამოიწვიეს და მეტი რა უნდა გააკეთონ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური