მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

Published on

“მთავარი არხის” ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია 22 აპრილს თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაადასტურა და განაცხადა რომ ეს პოსტი მას პრეზიდენტმა ზელენსკიმ შესთავაზა და ის ამ შეთავაზებას დათანხმდა.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავიდ არახამის თქმით, საკმარისზე მეტი ხმა მოგროვდა, რომ სააკაშვილს ეს პოსტი დაეკავებინა, თუმცა, კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ნაცვლად უპორტფელო სამინისტროს ჩაბარებისა, მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებდა რეფორმების საზედამხედველო, ეროვნული რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეობას. საბჭოს წევრები საკვანძო სამინისტროებისა და კომიტეტების წარმომადგენლები და ასევე, თავად მინისტრები არიან.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...