მთავარისიახლეებიპოლიტიკახალხი დახმარებას ელოდება! ამ დროს შს მინისტრი ადმინისტრაციას ირემონტებს და ამაში 2,1...

ხალხი დახმარებას ელოდება! ამ დროს შს მინისტრი ადმინისტრაციას ირემონტებს და ამაში 2,1 მილიონ ლარს ხარჯავს. იუსტიციის მინისტრი რბილ ავეჯში 1,6 მილიონ ლარს ფლანგავს! – ნიკა მელია

Published on

ხალხი დახმარებას ელოდება! მთა და ბარი დამიბარეო, ამას ხომ არ სთხოვს ხალხი ხელისუფლებას? ან ფერად სიზმრებს? ელემენტარულ დახმარებას სთხოვს, მაგრამ ამაოდ.- განაცხადა ნიკა მელიამ ტვ პირველის გადაცემაში ,,რეაქცია”

ამ დროს, ამ გაგანია საგანგებო მდგომარეობის დროს, შს მინისტრი ადმინისტრაციას ირემონტებს და ამაში 2,1 მილიონ ლარს ხარჯავს!

იქით იუსტიციის მინისტრი ფლანგავს რბილ ავეჯში 1,6 მილიონ ლარს,
თავდაცვის მინისტრი კი 260 ათასი ლარის მაჯის საათებს ყიდულობს უწყებისთვის.

გავა დრო და ბატონი ივანიშვილის ცეკვას ისტორია შეაფასებს, როგორც მწარე სილის გაწვნას საზოგადოებისთვის.

ქართული წყევლაა – პური გეჭიროს, ძაღლმაც არ გამოგართვას. დიახ, ეს ხელისუფლება ამ დღეში ჩავარდება – პურიც ეჭირება და მოსასყიდი ფულიც, მაგრამ არავინ არ გამოართმევს!

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...